“წეროები” და მედეა და მერაბ კვარაცხელიები


  • მედეა და მერაბ კვარაცხელიები… გასული საუკუნის 70-იანი წლების ყველა ზუგდიდელი მოსწავლის საყვარელი დუეტი, საყვარელი სიმღერების შემსრულებელი და-ძმა.

და-ძმის პოპულარობა განსაკუთრებული გახდა მას შემდეგ, რაც შეასრულეს სიმღერა “წეროები”:
“წეროები, წეროები, მიფრინავენ შორს, აღარ დაბრუნდებიანო-ავრცელებენ ჭორს…” – ლამის სამოცდაათიანელი ზუგდიდელების ჰიტად იქცა ეს სიმღერა.
მერაბი შემდეგაც რამდენიმე ანსამბლში მღეროდა წარმატებით, ადრე წავიდა და დატოვა ბრწყინვალედ შესრულებული სიმღერები.
ქალბატონი მედეა კვარაცხელია პროფესიით მედიკოსია, მაგრამ მისი ავტორობით შექმნილი მუსიკა თუ ტექსტი, დღესაც ატკბობს ზუგდიდელებს.
მახსოვს, მეორესკოლელები, ალბათ მეოთხე-მეექვსე კლასებში (?) დადიანების თეატრში წაგვიყვანეს. მეორე სართულზე იყო თოჯინების თეატრი. დარბაზში დავსხედით და უცებ, გამოაცხადეს-სპექტაკლი რაღაც დროით გადაიდოო. წარმოგიდგენიათ, ამდენი ბავშვის დარბაზში დაკავება?! მასწავლებლებმა მოიფიქრეს და მედიკოს და მერაბს, რომლებიც ჩვებთან ერთად იყვნენ წამოსული სპექტაკლის სანახავად, სთხოვეს, ემღერათ მათი ცნობილი ”წეროები”. ულამაზესი კონცერტი მოვისმინეთ. ბავშვებიც ვღიღინებდით. და-ძმა, გარეგნულადაც, ძალიან საყვარლები იყვნენ… აი, ახლა ვიხსენებ, ვიხსენებ და ვერ ვიხსენებ, შედგა კი მაშინ, ამ კონცერტის შემდეგ, თოჯინების სპექტაკლის ჩვენება… ხსოვნა მერაბს, მედეას კი, დღეგრძელობა, წარმატება თავის საქმეებში. დღეს მისი არაერთი სიმღერა უყვართ ზუგდიდელებს. …და საერთოდ, მისი ღვაწლი, მისი შემოქმედება ცალკე საუბრის თემაა, რომელსაც აუცილებლად დავუბრუნდებით. ეს ფრაგმენტი კი, გასულ საუკუნის სამოცდაათიანების საყვარელი ზუგდიდელი და-ძმის, ბავშვობისდროინდელი შემოქმედების ლამაზი მოგონება იყოს.

ნ. მოსიძე


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!