- გაიმართა ავთანდილ ჯორბენაძის წიგნის “როგორ იქმნებოდა ჯანმრთელობის დაცვის სისტემა”(1997-2003წ.წ.) პრეზენტაცია.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ ექიმები გალის რაიონიდან: ქეთინო კვარაცხელია, ნინო სექანია, ზაირა ანჩაბაძე, ლიკა სონძია, მიმოზა მიქავა, მაია დარსანია. ბატონები: ოთარ მარშავა, მამუკა (შმაგი) გუნჯუა.
პრეზენტაციის სპიკერი გახლდათ ქალბატონი დალილა ხორავა, რომელმაც ვრცლად ისაუბრა აფხაზეთში მოღვაწე ექიმების დამსახურებაზე ყველაზე რთული წლებიდან დღემდე. ასევე, მთავარი აქცენტები გააკეთა ბატონი ავთანდილ ჯორბენაძის როლზე სამედიცინო სისტემის რეორიენტაციისა და განვითარების საქმეში, იმ უდიდეს მხარდაჭერაზე, რომელსაც სახელმწიფო მინისტრად მუშაობის წლებში უწევდა აფხაზეთში მცხოვრებ და მოღვაწე ექიმებს.
წიგნის ავტორმა მადლობა გადაუხადა დამსწრე საზოგადოებას მობრძანებისთვის და ავტოგრაფით, ყველა მათგანს, უსახსოვრა წიგნები.
ინფორმაცია მოგვაწოდა ჟურნალისტმა მამუკა ხორავამ