კონსტანტინე გამსახურდიას გარდაცვალებიდან 50 წელი გავიდა


  • ნიკოსეული სასახლის დარბაზში, კონსტანტინე გამსახურდიას შემოქმედებისა და მემკვიდრეობისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა. წელს მწერლის გარდაცვალებიდან 50 წელი შესრულდა. ღონისძიებაზე კონსტანტინე ზ. გამსახურდიას წიგნის, „სამშობლოსა და ერი-სახელმწიფოსთვის”, წარდგენაც გაიმართა.

კონსტანტინე ზ. გამსახურდია შეკრებილ საზოგადოებას კონსტანტინე გამსახურდიას ცხოვრებასა და მისი შემოქმედების მნიშვნელობაზე ესაუბრა, ასევე წარადგინა თავისი წიგნი „სამშობლოსა და ერი-სახელმწიფოსთვის”.

ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის წევრები, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის, გამომცემლობა „პალიტრა L”-ისა და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ინფორმაციას საქართველოსეროვნული ბიბლიოთეკა ავრცელებს


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

4 × three =

Akismet ანტისპამი