22-24 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდი


  • გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 22-24 სექტემბერს სითბოს ფონზე საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს.

თბილისში შესაძლებელია მცირე ხანმოკლე წვიმა. ჰაერის ტემპერატურა დღისით +25, +27 გრადუსი დაფიქსირდება.

სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 22-23 სექტემბერს თბილი და უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 24 სექტემბერს შესაძლოა მცირე ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +26, +28 გრადუსია მოსალოდნელი.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 22-23 სექტემბერს თბილი და უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 24 სექტემბერს შესაძლოა მცირე ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს. ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +28, +30 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): 22-23 სექტემბერს თბილი და უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 24 სექტემბერს შესაძლოა მცირე ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +26, +28 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): 22-23 სექტემბერს თბილი და უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 24 სექტემბერს შესაძლოა მცირე ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22, +24 გრადუსი დაფიქსირდება.

ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): ზოგან შესაძლოა მცირე ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +24, +26 გრადუსი დაფიქსირდება.

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო,): ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან შესაძლებელია სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა დღისით +24, +26 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): შესაძლოა ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22, +24 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 22-23 სექტემბერს თბილი და უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 24 სექტემბერს შესაძლოა ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +18, +20 გრადუსი დაფიქსირდება.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!