- გარემოს ეროვნული სააგენტო 12-14 მაისს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, უახლოეს დღეებში სითბოს ფონზე საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი.
“ქ. თბილისში 12-13 მაისს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, 14 მაისს კი უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +24, +26 გრადუსი დაფიქსირდება.
სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 12-13 მაისს ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, ხოლო 14 მაისს გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22, +24 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 12-13 მაისს ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, ხოლო 14 მაისს გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +24, +26 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): 12-13 მაისს ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, ხოლო 14 მაისს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +21, +23 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): 12-13 მაისს ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, ხოლო 14 მაისს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +19, +21 გრადუსი დაფიქსირდება,”-აღნიშნულია სააგენტოს გავრცელებულ ინფორმაციაში.




