უგზო-უკლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღე ზუგდიდში აღინიშნა


  • შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის წარმომადგენელი ზვიად ზვიადაძე ქალაქ ზუგდიდში, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო. 

ღონისძიება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებითა და მხარდაჭერით, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობისა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახების აქტიური ჩართულობით, ენგურის ადმინისტრაციულ ერთეულში უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მემორიალთან გაიმართა.

ღონისძიებას წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის, ასოციაცია ქსენონის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახის წევრებთან ერთად ესწრებოდნენ. 

უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღე, ზუგდიდთან ერთად დღეს თბილისში, გორში, ბათუმსა და ქუთაისში აღინიშნა.

საქართველოში 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების და 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად 2000-ზე მეტი ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა, მათი ოჯახები ახლობელი ადამიანის უცნობი ბედ-იღბლის გამო გაურკვეველ ვითარებაში მრავალი წლის მანძილზე იმყოფებიან. უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღის- 30 აგვისტოს აღნიშვნის მიზანია უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ხსოვნის უკვდავყოფა და გაუჩინარების პრობლემაზე ფართო საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!