- სოფელ დარჩელის უხუცესთა საბჭოს ინიციატივით, ააიპ “ზუგდიდდასუფთავების ცენტრის თანამშრომლების მიერ დასუფთავდა დარჩელის შინმოუსვლელთა მემორიალის სკვერი და მისი მიმდებარე ტერიტორია.
“ზუგდიდდასუფთავების ცენტრის” ინფორმაციით, სოფელ დარჩელის უხუცესთა საბჭო მადლობას უხდის ცენტრის დირექტორ ბატონ ნუგზარ მალაშხიას და ამავე სამსახურის თანამშრომლებს: ნოდარ ღულათავას, ზვიად გახარიას, რევაზ გახარიას, დარეჯან გახარიას, ნინა ჭურღულიასა და ლიანა ხუფენიას საქმის კეთილსინდისიერად შესრულებისთვის.