- დღეს, 26 მაისს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიხეილ (მაცი) ხორავას სახელობის სამხატვრო გალერეაში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი, ზუგდიდელ მხატვართა ნამუშევრების საგაზაფხულო ჯგუფური გამოფენა გაიხსნა.
გამოფენაზე სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეთვალიერებინათ: აბელ კალანდიას, მურმან დემურიას, ჯანსუღ ჭურღულიას, ნანი თოდუას, ჯოზეფინა თოდუას, მარინე ქარდავას, ელენე ფიფიას, ნინო ქირიას, ბესო დიდიშვილის, მამუკა სამუშიას, რობერტ აბსანძეს, ზური მალიჩავას, ია კანკიას, ქეთინო ჟვანიას და მანუჩარ ჩხაპელიას ნამუშევრები.
გამოფენა გაგრძელდება 5 ივნისამდე.
