“დავასუფთაოთ მსოფლიო” – “დავასუფთაოთ საქართველო”


  • მსოფლიო დასუფთავების აქციას წელსაც შეუერთდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტი და 15 სექტემბერს მუნიციპალიტეტის მთელს ტერიტორიაზე ჩატარდა დასუფთავების აქცია “დავასუფთაოთ მსოფლიო” – “დავასუფთაოთ საქართველო”.

“ზუგდიდდასუფთავების ცენტრის” ინფორმაციით, აქციაში ჩაერთო, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ააიპ “ზუგდიდდასუფთავების ცენტრი” -ს მთელი კოლექტივი.

დასუფთავდა ქალაქის 5 და სასოფლო ტერიტორიული ერთეულების 11 ლოკაცია. მყარი ნარჩენებისაგან გაიწმინდა: ქალაქის რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიები (ქუჯისა და მესხიას ქუჩები), დადიანების სასახლის ბაღი და მისი მიმდებარე ტერიტორია, სანქ-პეტერბურგის ქუჩა და მიმდებარე ტერიტორია, ვეტერანთა ხეივანი ჭავჭავაძის ქუჩაზე, ზუგდიდის მერიის ეზო, იძულებით გადაადგილებულ პირთა მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების მიმდებარე ტერიტორია. მოსახლეობის მიერ დასუფთავდა : ეზოები, ქუჩები და ტროტუარები.

დასუფთავების აქციაში მონაწილეობდნენ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიისა და ააიპ “ზუგდიდდასუფთავების ცენტრი” – ს მუშა-მოსამსახურეები, სხვადასხვა საჯარო და კომერციული ობიექტების თანამშრომლები.

დასუფთავების აქცია გაგრძელდება 16 და 17 სექტემბერსაც.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!