- საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, 2 ივლისიდან საქართველოს რკინიგზა სამგზავრო მატარებლების განრიგს ცვლის. განსხვავებული გრაფიკით იმოძრავებენ ზუგდიდისა და ფოთის მატარებლები.
ახალი განრიგის მიხედვით, თბილისიდან ზუგდიდის მიმართულებით მატარებელი 08:25 წთ-ზე გავა და დანიშნულების ადგილზე 14:11 წთ-ზე იქნება. ზუგდიდის სადგურიდან კი მატარებელი 17:25 წთ-ზე დაიწყებს მოძრაობას და თბილისში 23:18 წთ-ზე ჩავა.