3 ივლისს აქცია “შინ ევროპისკენ” ზუგდიდში გაიმართება


  • “შინ ევროპისკენ” კამპანიის ფარგლებში, თბილისის გარდა, 3 ივლისს ზუგდიდშიც გაიმართება. აქცია-პერფორმანსი სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის შენობის მიმდებარედ გაიმართება.

ღონისძიების ორგანიზატორთა განმარტებით, აქციის მონაწილეები ზუგდიდის ცენტრალური შადრევნის გარშემო შეკრავენ ცოცხალ ჯაჭვს, რითაც კიდევ ერთხელ გააგონებენ ქვეყნის დასავლელ პარტნიორებს, რომ ქართული საზოგადოების უმრავლესობის არჩევანი ევროპულ სივრცეში ინტეგრაციაა.

“ევროსაბჭოს მიერ 12 პუნქტის სახით გაცემული რეკომენდაციის შესრულების მიზნით, აუცილებელია გადადგეს ღარიბაშილი და შეიქმნას ეროვნული თანხმობის ხელისუფლება, რომელიც უზრუნველყოფს გაცემული რეკომენდაციის ზედმიწევნით შესრულებას”.-ნათქვამია ინფორმაციაში.

აქცია-პერფორმანსი 17:00 საათზე დაიწყება.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!