“ვეფხისტყაოსანი” – სულის ზეიმი”


  • საქართველო, ტრადიციულად 17 ივნისს მართავს თავისი მეორე ბიბლიის-“ვეფხისტყაოსნის” კითხვის დღეს.

ზუგდიდის მუნიციპლიტეტის მოსწავლე – ახალგაზრდობის სასახლემ, დღეს, შეიძლება ითქვას, ქალაქში, პირველმა დაიწყო ეს მნიშვნელოვანი პროცესი იმ ლექცია – საუბრით, რომელიც სასახლის აღსაზრდელებისთვის წარმართა სასახლის პედაგოგმა, ფილოლოგმა მაია თოდუამ.

“ვეფხისტყაოსანი” – სულის ზეიმი”, ასე ეწოდა ამ შეხვედრას. სიყვარულს, მეგობრობას, რწმენას, იმედს და იმ მარგალიტებს, რომელიც რუსთაველმა უშურველად ჩააბნია თავის პოემაში, 850 წელია მსოფლიო სწავლობს, კიდევ ერთხელ შეეხნენ ახალგაზრდები. მათ დათქვეს, რომ მომავალ წელს, შეხვედრაზე, ზეპირად წაიკითხავენ ფრაგმენტებს პოემიდან.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!