ზუგდიდის მერია: სტიქიით დაზარალებულ სოფლებში  სპეციალური სამსახურები აქტიურად მუშაობს


  • გადაუღებელმა წვიმებმა პრობლემები შექმნა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში. განსაკუთრებულად დაზიანდა დიდინეძის ადმინისტრაციული ერთეული, სადაც მდინარე ჯუმი კალაპოტიდან გადავიდა, დაიტბორა ცენტრალური ნაწილი, ასევე გაარღვია გარკვეულ ადგილებში ნაპირსამაგრი ნაგებობები და დაიტბორა სახნავ-სათესი სავარგულები, ასევე დააზიანა საკარმიდამო ნაკვეთები.

ადიდებულმა მდინარე ჯუმმა და ჩხოუშმა სოფელ დიდინეძში ორი საავტომობილო ხიდი დააზიანა.
მთელი ღამის განმავლობაში პრობლემურ ადგილებში შესაბამისი მუნიციპალური სამსახურები მუშაობდნენ, ამჟამად კი გაწმენდითი სამუშაოები ხორციელდება, მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა.
ადგილზე არსებულ ვითარებას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, ზუგდიდის მერი მამუკა წოწერია, მოადგილე მაიზერ ნანავა ადგილზე გაეცნენ.
“მნიშვნელოვანია გატარდეს ნაპირსამაგრი სამუშაოები დიდნეძის მუნიციპალიტეტში რათა მომავალში თავიდან ავიცილოთ მსგავსი წყალმოვარდნები. ასევე პრობლემები გვაქ ჭითაწყარის ადმინისტრაციულ ერთეულში ცენტრალური ტრასის მიმდებარე მოსახლეობა დაიტბორა, წუხელ მთელი ღამე შესაბამისი სამსახურები მუშაობდნენ მუნიციპალიტეტის მაშტაბით და შესაძლებლობის ფარგლებში დაეხმარნენ ჩვენს მოსახლეობას“ – განაცხადა მამუკა წოწერიამ.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!