საქართველოში ხვალ გამოიდარებს


  • გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 20 მაისს საქართველოში შენარჩუნული იქნება გრილი, ქარიანი და ზოგან ნალექიანი ამინდი. 21 მაისს გამოიდარებს, ქარი ჩადგება, შედარებით დათბება.

22 მაისს თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +24, +29 გრადუსამდე მოიმატებს. 23 მაისს დღის მეორე ნახევრიდან ისევ ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

თბილისში 20 მაისს გრილი და ქარიანი ამინდი შენარჩუნდება. 21 მაისს ქარი ჩადგება და 23 მაისამდე უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა 20 მაისს +15, +17, 21 მაისს +20, +22 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება, ხოლო 22-23 მაისს +25, +27 გრადუსამდე მოიმატებს.

23 მაისს დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, გაძლიერდება ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!