როგორ მოვუაროთ “დეიციას”


  • დეიცია ჰორტენზიისებრთა ოჯახს მიეკუთვნება. გავრცელებულია 50-მდე სახეობა. ლამაზად მოყვავილე მცენარემ სიმაღლეში შეიძლება ორ მეტრსაც მიაღწიოს. გადარგვისა და გამაახალგაზრდავებელი პროცედურების გარეშე, მცენარე დაახლოებით 25 წელს ცოცხლობს. ამ მცენარის მთავარი ღირსება და სილამაზე, უხვი და ხანგრძლივი ყვავილობაა. ყვავილები თეთრი ან ვარდისფერია. ლამაზი შეხედულების მიუხედავად სურნელი არ აქვს. ეს მცენარე ნაყოფსაც ისხამს.

დეიცია ყვავილობს ივნისის დასაწყისიდან მთელი ივლისი, სამი-ოთხი კვირის განმავლობაში. ეს სახეობა ერთ-ერთი ულამაზესი და უხვად მოყვავილეა. ყვავილობის დროს ტოტები დახრილია მათი სიმძიმისგან. ყვავილები ტოტების დაბოლოებებზეა. ამ პერიოდის გასახანგრძლივებლად და გასაუმჯობესებლად, დროდადრო დაუმატეთ თხელი ნაკელი. მინერალური სასუქი კი დასჭირდება მაშინ, როდესაც დეიცია ყვავილობას დაამთავრებს.

დეიციას დარგვა და მოვლა

მცენარის დარგვისთვის ოპტიმალური პერიოდია ადრე გაზაფხული, როცა ყინვები ჩაივლის და კვირტები ჯერ კიდევ არ არის გაშლილი. მისი ნიადაგის შემადგენლობაში უნდა შედიოდეს: ორი წილი გადამწვარი ნაკელი და სილა, ერთი წილი კი – ტორფი. მას დაუმატეთ ცოტაოდენი კირი და თუ ნიადაგი მჟავეა, მაშინ ჩასარგველ ორმოში ჩააყარეთ 300 გრამი გადამწვარი კირი ან ხის ნახშირი. მისთვის ოპტიმალური მჟავიანობაა – 7,5. კარგი დრენაჟისთვის შეგიძლიათ ორმოს ძირზე სილა მიაყაროთ.

მცენარე არ არის პრეტენზიული და ძნელად მოსავლელი. მშრალ და ცხელ ზაფხულში მცენარე მორწყეთ თვეში რამდენიმეჯერ. შეგიძლიათ, მორწყათ ზემოდან, დასატენიანებლად – საღამოს ან დილის საათებში.

ახალდარგულ დეიციას ზამთარში სჭირდება შეფუთვა, მოზრდილი კი კარგად გამოიზამთრებს შეფუთვის გარეშე. თუ მცენარე დაზიანებულია გვიანი შემოდგომის ყინვით, სასუქი უნდა მისცეთ მხოლოდ გაზაფხულზე და ზაფხულის პირველ ნახევარში. ამით ხელს შეუწყობთ მცენარის ზრდის დასრულებას და ამგვარად მის შეხვედრას ზამთართან. დეიცია საკმაოდ გამძლეა ავადმყოფობისა და მავნებლების მიმართ. გირჩევთ, ახლა ფესვებზე დიდი რაოდენობით მიაყაროთ მიწა. თუ ყინვისგან ზამთარში მცენარეს დაუზიანდება ყლორტები, არა უშავს, დაელოდეთ გაზაფხულს და მხოლოდ ამ სეზონზე მოაჭერით გაფუჭებული ყლორტები. გაზაფხულზე შეგიძლიათ, ამ მცენარის გაკრეჭვა მის გასაახალგაზრდავებლად და ლამაზი ფორმის მისაცემად. ყვავილებდაცვენილი ტოტები და ღეროებიც მოაჭერით და თქვენი მცენარე მუდამ ლამაზი და შთამბეჭდავი გახდება.

როგორ გავამრავლოთ დეიცია

საერთოდ, ეს მცენარე კარგად იტანს გადარგვას, ამიტომ ყველაზე ადვილად ბუჩქის დაყოფით ან ახალი ამონაყარების გადარგვით მრავლდება. უმჯობესია, ეს ახალი ნერგი მოათავსოთ ღია, მაგრამ ოდნავ ჩრდილიან ადგილას, რათა შუადღის სხივებისგან მცენარე დაცული იყოს. მას არ უნდა აწუხებდეს ცივი ქარი. არ დადგათ კედელთან ახლოს, ან სხვა მცენარეების სიახლოვეს. ჩარგულ ნერგებს შორის მანძილი ორი მეტრი უნდა იყოს 50 სანტიმეტრ სიღრმის მიწაში. ფესვების ყელი მიწის პირას უნდა იყოს.

წყარო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!