ბაზარზე მცენარისგან დამზადებული ტყავი გამოჩნდა


  • ბაზარზე გამოჩნდა ტყავი, რომელიც მცენარის, კერძოდ, ხილისა და ბოსტნეულის გარეკანისგან არის დამზადებული. როგორც Fasionnetwork-ი fermer.blog-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული სტარტაპი იტალიაში, ბრენდმა Vegea წამოიწყო.

კომპანიის განმარტებით, სტარტაპის მიზანია, რომ ტყავის დამზადებისას ენერგიული რესურსი და მათ შორის, ხარჯები შემცირდეს.

როგორც ცნობილია, მცენარეული ტყავი მიიღეს, სხვადასხვა პროდუქტის, მაგალითად, ანანასის, სოკოს, ბანანის, ასევე, ყურძნის გადამუშავებით, რომელსაც აქვს იგივე მახასიათებლები, როგორც ცხოველურს.

კომპანიის წარმომადგენლების ცნობით, სატესტო ნიმუშმა კარგი შედეგი აჩვენა, რადგან მცენარეული ტყავი დიდი გამძლეობით გამოირჩევა და მას ავეჯისა და ავტომობილის სავარძლების დასამზადებლად გამოიყენებენ.

ამასთან, ბრენდის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ სამომავლოდ, წელიწადში 3 მლრდ კვარდატულ მეტრ პროდუქტს აწარმოებენ, ამისთვის კი, კონკრეტულად ყურძნის ბაზრიდან 7 მლრდ კგ ნარჩენს გამოიყენებენ.

წყარო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!