- დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განმარტებით, საქართველოში კორონავირუსის ე.წ. ინდური შტამის შესაძლო შემთხვევების შესწავლა მიმდინარეობს.
“შესწავლა მიმდინარეობს, მაგრამ დადასტურებული არ გახლავთ. გიდასტურებთ, რომ შესწავლა მიმდინარეობს. ყველგან არის შესაძლებელი, საქართველო გამონაკლისი არ არის. მოგეხსენებათ ევროპაში გამოჩნდა ინდური შტამი, ისევე როგორც ბრაზილიური და სამხრეთ აფრიკული. პროგნოზი არის, რომ ინდურმა შტამმა ევროპაში თანდათან ბრიტანული შტამი ჩაანაცვლოს”-განაცხადა ამირან გამყრელიძემ “რუსთავი -2 თან”