ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი-“კოვიდ 19“-თან დაკავშირებით ყურადღების მოდუნებამ, შესაძლოა, ვირუსის ახალი მომაკვდინებელი ვარიანტი შექმნას


  • „კოვიდ 19“-თან დაკავშირებით ყურადღების მოდუნებამ, შესაძლოა, ვირუსის ახალი მომაკვდინებელი ვარიანტი შექმნას, – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ტედროს ადანომ გებრეისუსმა განაცხადა.

გაერო-ს ორგანიზაციის ხელმძღვანელის თქმით, ახალი ვარიანტის გასაჩენად, მიმდინარე წელს, სრულყოფილ პირობებს „კოვიდ-19“-თან ბრძოლის სტრატეგიებში ჩავარდნები ქმნის.

„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებით, მსოფლიოს მოსახლეობის სულ მცირე 90 პროცენტს „სარს-კოვ-2“-ის მიმართ ახლა აქვს გარკვეული იმუნიტეტი,  ინფიცირების ან ვაქცინაციის გამო. ჩვენ უფრო ახლოს ვართ იმის თქმასთან, რომ პანდემიის საგანგებო ეტაპი დასრულდა, მაგრამ ჩვენ იქ ჯერ არ ვართ. მეთვალყურეობის, ტესტირების, თანმიმდევრობისა და ვაქცინაციის ხარვეზები ქმნის სრულყოფილ პირობებს ახალი შემაშფოთებელი ვარიანტისთვის, რომელმაც შეიძლება, გამოიწვიოს მნიშვნელოვანი სიკვდილიანობა“, – განაცხადა ტედროს ადანომ გებრეისუსმა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!