- საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნოს, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის და გამომცემლობა „ინტელექტი“-ს ერთობლივი ძალისხმევით და საქართველოში გაეროს მუდმივი კოორდინატორის ოფისის მხარდაჭერით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ქალთა და გოგონათა გაძლიერების თემაზე ღონისძიება გაიმართა.
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ღონისძიებებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული მალხაზ თორია, გაეროს მუდმივი კოორდინატორი საქართველოში საბინე მახლი, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ლელა ბაქრაძე და გამომცემლობა „ინტელექტის“ მთავარი რედაქტორი მწერალი ზვიად კვარაცხელია დაესწრნენ.
ინიციატივის ფარგლებში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკის საჯარო სკოლაში, თანასწორობის კუთხე გაიხსნა. სოფელ კოკის „თანასწორობის კუთხე“, რომელიც საქართველოს მასშტაბით, რიგით მეცხრეა, ცნობილმა მწერალმა, ნინო ხარატიშვილი გახსნა.
„თანასწორობის კუთხეების“ გახსნა საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სკოლებსა და ბიბლიოთეკებში გაეროს მოსახლეობის ფონდის ინიციატივაა, რომელიც 2018 წლიდან, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ხორციელდება. აღნიშნული ინიციატივა საშუალებას აძლევს მოზარდებს და ახალგაზრდებს, თანამედროვე მხატვრული ლიტერატურის საშუალებით, მეტი გაიგონ თანასწორობის იდეის შესახებ.