სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში 2022 წელს 904 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა


  • სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში 2022 წელს 904 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა.

უწყების ცნობით, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებულმა სამუშაოების ღირებულებამ 54 მილიონი ლარი შეადგინა.

“სენაკის, ხობის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში დასრულებულ და მიმდინარე სამუშაოებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე ილია ბეგიაშვილი, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახლემწიფო რწმუნებულთან გიორგი გუგუჩიასთან ერთად გაეცნო.

ილია ბეგიაშვილი და გიორგი გუგუჩია სენაკში სოფელ ნოსირში საცხოვრებელი კორპუსებში ჩატარებულ სარეაბილიტაციო სამუშაოებს და სენაკის ე.წ. სამხედრო დასახლებაში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნენ. ხობში კი გაღმა საჯიჯაოსა და საგაბისონიოს უბნებში განხორციელებული გზის რეაბილიტაციის სამუშაოები დაათავლიერეს.

ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე და სახელმწიფო რწმუნებული ზუგდიდში კი სოფელ ნარაზენში საკალანდიოს უბანში გზის რეაბილიტაციის პროექტი დაათვალიერეს. მხოლოდ რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სამეგრელო-ზემო სვანეთში 86 კილომეტრი გზა დაიგო.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნარაზენში, სკალანდიოს უბანში საავტომობილო გზის მშენებლობა განხორციელდა. გზასთან ერთად მოეწყო სანიაღვრე სისტემაც, პროექტის ფარგლებში მოხდა არსებული ხიდის რეაბილიტაციაც. გზის არსებულ მონაკვეთზე ასფალტირებული გზა აქამდე არ ყოფილა, მოსახლეობას კი გადაადგილება განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში ურთულდებოდა.

სოფელ ნარაზენში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების კუთხით მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩატარდა. სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა ზუგდიდი-ნარაზენის დამაკავშირებელ ცენტრალურ გზას, ახალი 10 კილომეტრიანი გზა დაიგო ყულიშკარი-ჭაქვინჯი-ნარაზენის მიმართულებით, ახალი გზა აკავშირებს ნარაზენს და შამადელასაც, ახალი გზები დაიგო ხეცერას, საბეჭვაიოს და საგრიგოლიოს მიმართულებებითაც.

ნოსირის ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული 3 კორპუსის რეაბილიტაცია დასრულდა. პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით განხორციელდება. ღირებულება შეადგენდა 414 457 ლარი. მოეწყო სამივე კორპუსისი სახურავი, ფასადები, გამოიცვალა კარ-ფანჯარა.

კორპუსების თბილისი-სენაკი ლესელიძის ცენტრალურ გზატკეცილზე მდებარეობს. სენაკში ე.წ. სამხედრო დასახლებაში განხორციელდა არსებული კორპუსების ეზოების კეთილმოწყობის სამუშაოები, ასევე რეაბილიტირდა შიდა გზები, საბავშვო ბაღის წინ მოეწყო მოედანი, ასევე მოეწყო სანიაღვრე სისტემა. ჯამში დაიხარჯა 767 262 ლარი. სამუშაოები დასრულებულია.

პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა. ხობის მუნიციპალიტეტში, პირველი მაისის ადმინისტრაციულ ერთეულში საგაბისონიოს უბანში სასოფლო გზის რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს. შესრულებულია სამუშაობის 55 პროცენტი, პროექტი მრავალწლიანია, ღირებულებით 1 256 646 ლარი, 2022 წლის ვალდებულების სამუშაოების ღირებულება შეადგენს 765 783 ლარს.

პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით ხორციელდება. საჯიჯაოს ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ გაღმა საჯიჯაოში ცენტრიდან მდინარე ხობისწყლის ხიდამდე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რომლის ღირებულებაც შეადგენს 353 499 ლარს. პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის თანადაფინანსებით ხორციელდება”.-აღნიშნულია ინფორმაციაში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!