ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე და მერის მოვალეობის შემსრულებელი აიცრნენ


  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია, რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ,,სინოფარმის“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა.

„დღეს, რუხის კლინიკაში გამიკეთდა კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინა „სინოფარმი“, ყოველგვარი გვერდითი მოვლენების გარეშე. თქვენც მოგიწოდებთ აუცილებლად ჩაიტაროთ ეს პროცესი, რადგან ეს არის გარდაუვალი და აუცილებელი პირობა იმისათვის, რომ დავამარცხოთ ჩვენი თანამედროვეობის ერთ-ერთი უმძიმესი სენი – „COVID 19“. დიდი მადლობა მედ-პერსონალს ყურადღებისთვის და სათანადო სამედიცინო პროცედურების მაღალი ხარისხით ჩატარებისთვის.“-აღნიშნა მამუკა წოწერიამ.

საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად, მერის მოვალეობის შემსრულებელი კონსტანტინე კაკავა, საკრებულოს წევრები თამუნა ჯიქია და ეკატერინე კიფაია, მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები აიცრნენ.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!