კოკის საჯარო სკოლაში გაეროს მოსახლეობის ფონდმა თანასწორობის კუთხე გახსნა


  • საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნოს, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის და გამომცემლობა „ინტელექტი“-ს ერთობლივი ძალისხმევით და საქართველოში გაეროს მუდმივი კოორდინატორის ოფისის მხარდაჭერით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ქალთა და გოგონათა გაძლიერების თემაზე ღონისძიება  გაიმართა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ღონისძიებებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული მალხაზ თორია, გაეროს მუდმივი კოორდინატორი საქართველოში საბინე მახლი, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ლელა ბაქრაძე და გამომცემლობა „ინტელექტის“ მთავარი რედაქტორი მწერალი ზვიად კვარაცხელია დაესწრნენ.

ინიციატივის ფარგლებში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკის საჯარო სკოლაში, თანასწორობის კუთხე გაიხსნა. სოფელ კოკის „თანასწორობის კუთხე“, რომელიც საქართველოს მასშტაბით, რიგით მეცხრეა, ცნობილმა მწერალმა, ნინო ხარატიშვილი გახსნა.

„თანასწორობის კუთხეების“ გახსნა საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სკოლებსა და ბიბლიოთეკებში გაეროს მოსახლეობის ფონდის ინიციატივაა, რომელიც 2018 წლიდან, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ხორციელდება. აღნიშნული ინიციატივა საშუალებას აძლევს მოზარდებს და ახალგაზრდებს, თანამედროვე მხატვრული ლიტერატურის საშუალებით, მეტი გაიგონ თანასწორობის იდეის შესახებ.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!