- სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებლის, მალხაზ თორიას ინფორმაციით, რეგიონში, გუშინ კორონავირუსზე 652 პირის ნიმუში გამოიკვლიეს, მათგან დადასტურდა 15.
“ახალი შემთხვევებიდან 6 არის საბერიოს კლასტერი, 1 ხობის შემთხვევაა, 3 სენაკის დადასტურებულის კონტაქტია, ხოლო 5 ზუგდიდის შემთხვევა, აქედან ერთი “ოქროს ბირჟის” კლასტერია, 4 რეპეტიტორთან მყოფი კონტაქტია, ისინი ზუგდიდის ქალაქის საჯარო სკოლების მოსწავლეები არიან. მათ არანაირი შემხებლობა სხვა დანარჩენ სკოლის მოსწავლეებთნ არ ჰქონდათ, ვინაიდან ქალაქის საჯარო სკოლები დისტაციურ სწავლებაზე იყვნენ გადასულები. რუხისა და ინგირის პირველი საჯარო სკოლები გადასულები არიან დისტანციურ სწავლებაზე. რაც შეეხება დიდინეძის სკოლას, იქ მოსწავლეები არიან თვითიზოლაციაში, მაგრამ აღნიშნულ სკოლაში, სწავლის პროცესი გაგრძელდება, ვინაიდან სკოლაში მოსწავლეებს, ვისაც ჰქონდათ კონტაქტი რეპეტიტორთან, ისინი არიან თვითიზოლაციაში და მიმდინარეობს მათზე დაკვირვება”.-განაცხადა მალხაზ თორიამ ჟურნალისტებთან.
რაც შეეხება დიდინეძის საჯარო სკოლას, მოსწავლეები იმყოფებიან თვითიზოლაციაში
მალხაზ თორიას განმარტებით, თვითიზოლაციაში იმყოფება 677 მოქალაქე, კარანტინში 176 პირი. რუხის კლინიკაში მკურნალობს 73 ადამიანი, მათგან ხუთის მდგომარეობა არის შედარებით მძიმე.