კორონავირუსის 314 შემთხვევიდან, 225 აჭარაში დადასტურდა


  • ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, კორონავირუსის 314 ახალი შემთხვევიდან, 225 აჭარაში დადასტურდა.

“დაგვემატა 314 ახალი პაციენტი, გახდა 5866. გამოჯანმრელებულების რაოდენობა 270-ით გაიზარდა. მკურნალობას გადის 3542 კორონავირუსით ინფიცირებული. 25 კრიტიკულია, აქედან 23 მართვით სუნთქვაზე იმყოფება, 7 ოკუპირებული აფხაზეთიდან არის გადმოყვანილი. კვლავ აჭარა ლიდერობს და იქ 225 ინფიცირებულია, თბილისში – 35, იმერეთი-22, სამეგრელო ზემო-სვანეთი- 18, შიდა ქართლი- 9, სამცხე-ჯავახეთი- 3, გურია და ქვემო ქართლში თითო-თითო პაციენტი”,-განაცხადა მარინა ენდელაძემ.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

four × 4 =

Akismet ანტისპამი