მეორე მსოფლიო ომიდან 75 წელი გავიდა


  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე მალხაზ თორია, მეორე მსოფლიო ომში მონაწილე, 97 წლის კარლო ლაგვილავას ესტუმრნენ და ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცეს.

“75 წელი გავიდა მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან. სამწუხაროდ, მონაწილეთა რაოდენობა წლიდან წლამდე მცირდება. ზუგდიდის მუნიციპალიტეტში არის 7 ომის ვეტერანი. განსაკუთრებული პატივისცემითა და მოკრძალებით ვუხდი მათ მადლობას, იმ გმირობისთვის, რაც მათ ჩაიდინეს მეორე მსოფლიო ომის მსვლელობისას და კიდევ ერთხელ ვულოცავ ფაშიზმზე გამარჯვების დღეს”-აღნიშნა გიორგი შენგელიამ.

დღესვე, მერის მოადგილემ კონსტანტინე კაკავამ, საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიასთან ერთად, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები მოინახულა.

ზუგდიდის მერიამ ომის ვეტერანებს საჩუქრად ფულადი თანხა 500-500 ლარის ოდენობით, ხოლო ზურგის მუშაკებს 200-200 ლარი გადასცა.

1945 წლის 8 მაისს, გერმანიის მიერ კაპიტულაციის გამოცხადების შემდეგ, მეორე მსოფლიო ომი დასრულდა. 9 მაისი კი, ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდა.

მეორე მსოფლიო ომში საქართველომ 300 000-მდე ჯარისკაცი დაკარგა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!