- ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს პრესსამსახურის ინფორმაციით, ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში დღეს, 13 პაციენტის ბიოლოგიურ მასალას ჩაუტარდა COVID 19-ზე კვლევა. ცამეტივე პაციენზე უარყოფითი პასუხებია მიღებული.
გამოკვლეულ იქნა ხობის, სენაკისა და რუხის ცხელების ცენრებში, ასევე საკარანტინო ზონაში მყოფი პაციენტები.
ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიული მიმართულების ხელმძღვანელის ლელა ქაჯაიას განცხადებით, დღეიდან ლაბორატორიაში მედიკოსების ბიოლოგიური მასალების კვლევები დაიწყება COVID 19-ზე. “ხვალიდან დავიწყებთ მედიკოსების ბიოლოგიური მასალების კვლევას და ამას მოყვება კიდევ სხვა ეტაპები ანუ იმ რისკ ჯგუფების კვლევა, რომელთაც შეხება ჰქონდათ სხვადასხვა სამსახურებთან და მუშაობდნენ მთელი ამ ხნის მანძილზე. მინდა გითხრათ, რომ ჯერჯერობით კვლევები მიმდინარეობს საუკეთესო შედეგებით რეგიონში და გვაქვს დადებითი დინამიკა”,-ამბობს ლელა ქაჯაია.