ჩინეთიდან საქართველოში 40 ათასი PCR ტესტი ჩამოვიდა


  • ჩინეთიდან საქართველოში 40 ათასი PCR ტესტი სპეცრეისით ჩამოვიდა. ტვირთის ჩამოსვლას აეროპორტში ჯანდაცვის მინისტრი დახვდა.

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ PCR ტესტები სახელმწიფომ შეიძინა, თუმცა დამატებით, ანტისხეულების 20 ათასი ტესტი ჩინეთის მთავრობის საჩუქარია.

“ამ ტვირთში ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს რა თქმა უნდა, ის 40 ათასი PCR ტესტი და 40 ათასი ექსტრატი, რომელსაც ჩვენ დიდი ხანია ველოდებით. ასევე ჩამოვიდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან ნაჩუქარი 20 ათასი ანტისხეულების ტესტი, დანარჩენ ტვირთს კი პირადი დაცვის საშუალებები წარმოადგენს, რომლებიც უზრუნველყოფს ჩვენი ექიმების უსაფრთხო სამუშაო გარემოს. ჩვენ ვაფართოებთ ამ კვირაში ტესტირებას იმ მოწყვლად ჯგუფებზე, რომლებშიც ძალიან მაღალია რისკი, ასევე დამატებით ვმუშაობთ იმ საკითხებზე, თუ ვინ იქნება შემდგომი პრიორიტეტი”, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!