საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ ზუგდიდის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს 4 ახალი მანქანა გადასცა. FORD-ის მარკის ახალი ავტომანქანები ზუგდიდის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორმა მარინა წულეისკირმა ოფიციალურად ჩაიბარა.
სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორის თეიმურაზ ხარაშვილის ინფორმაციით, უახლოეს მომავალში ზუგდიდს კიდევ ორი ახალი, მაღალი გამავლობის მანქანა გადაეცემა.