9, 10 და 12 სექტემბერს მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი


  • გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 9, 10 და 12 სექტემბერს საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი. 11-12 სექტემბერს ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში +28, +33, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +24, +29 გრადუსის ფარგლებში იქნება.

11 სექტემბერს აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში წვიმა და ნისლია მოსალოდნელი. ტემპერატურა +18, +23 გრადუსამდე დაიკლებს, 12 სექტემბერს კი +25, +30 გრადუსამდე დათბება.

თბილისში 11 სექტემბერს გრილი (დღისით +20, +22 გრადუსი) და დღის პირველ ნახევარში წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი, დანარჩენ დღეებში კი (9, 10 და 12 სექტემბერს) თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა +26, +28 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!