დედოფალ ელისაბედ II-ის გარდაცვალების გამო, თბილისში, ბრიტანეთის საელჩოში სამძიმრის წიგნი გაიხსნება


  • სამეფო ოჯახის ოფიციალურ ვებ გვერდზე, გახსნილია ელექტრონული სამძიმრის წიგნი, სადაც ნებისმიერ მსურველს შეეძლება სამძიმრის გამოხატვა: https://www.royal.uk/send-message-condolence. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ბრიტანეთის საელჩო ავრცელებს.

უწყების ცნობით, სამძიმრის წიგნი გაიხსნება თბილისში, ბრიტანეთის საელჩოში (კრწანისის ქ.51), სადაც მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ გამოხატონ სამძიმარი,12 სექტემბრიდან 16 სექტემბრის ჩათვლით 10:00 – 13:00 საათებში.

საელჩოში მისვლის მსურველებმა თან უნდა იქონიონ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და რაც შეიძლება ნაკლები პირადი ნივთი (მაგ. მხოლოდ ერთი ჩანთა).

დაუშვებელია საელჩოში ფოტოს ან ვიდეოს გადაღება.

ინფორმაციისთვის: 8 სექტემბერს ბუკინგემის სასახლემ გაავრცელა ინფორმაცია, დედოფლის გარდაცვალების შესახებ.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!