6-8 იანვარს თბილი და უნალექო ამინდი იქნება მოსალოდნელი

  • გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 6-8 იანვარს დასავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება თბილი და უნალექო ამინდი.

ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობში დღის საათებში +13, +18 გრადუსი იქნება. აღმოსავლეთ საქართველოშიც უნალქო, მაგრამ შედარებით ცივი და ზოგან ნისლიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა ბარში დღის საათებში +5, +10 გრადუსი დაფიქსირდება.

შობის ღამეს ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +4, +9, მთაში -5, 0, მაღალმთაში -10, -5, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში -6, -1, მთაში -10, -5, მღალმთაში -13, -8 გრადუსი იქნება.
თბილისშიც უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა შობის ღამეს 0, -2 გრადუსი დაფიქსირდება, დღისით კი ჰაერი +6, +8 გრადუსამდე გათბება.

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.