12 თებერვლამდე საქართველოში სითბო შენარჩუნდება


  • გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 12 თებერვლამდე სითბოს ფონზე საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა მცირე ნალექი აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში +17, +22, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +14, +19 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.
უწყების ცნობით, თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +16, +18 გრადუსი დაფიქსირდება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

three + thirteen =

Akismet ანტისპამი