სურსათის ეროვნული სააგენტო აზიური ფაროსანას საწინააღმდეგოდ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მასშტაბურ ღონისძიებებს ატარებს


  • სურსათის ეროვნული სააგენტო აზიური ფაროსანას საწინააღმდეგოდ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მასშტაბურ ღონისძიებებს ატარებს. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ხუთ ადმინისტრაციულ ერთეულში – დარჩელში, კოკში, კიროვში, შამგონასა და ორსანტიაში მობილიზებულია 40-მდე სპეცტექნიკა, გარე პერიმეტრები თერმული ნისლით მუშავდება.

“აღნიშნულ სოფლებში მონიტორინგის შედეგად მიგრაციის ფაზაში მყოფი მავნებლის მეტი კონცენტრაცია დაფიქსირდა, რის გამოც სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრმა წამლობა ხუთივე ადმინისტრაციულ ერთეულში ერთდროულად დაიწყო. თერმული ნისლით 2340 ჰა ტერიტორია დამუშავდა.

შეწამვლითი სამუშაოები უსაფრთხოების წესების დაცვით, ღამის საათებში, მეფუტკრე ფერმერებთან კოორდინაციით ტარდება.

მავნებლის რაოდენობისა და საცხოვრებელი სახლებისკენ მათი მიგრაციის მინიმუმამდე შესამცირებლად სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრი აგრძელებს ღონისძიებებს სხვადასხვა მიმართულებით. ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ცივი შესხურების ტექნოლოგიით უკვე დამუშავდა სიმინდის მასივები”.-აღნიშნულია სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!