“საუკეთესო მუზეუმელის” ჯილდო გადაეცა ნაზიბროლა ქორთუას


  • დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ხელნაწერთა ფონდის მცველს, ნაზიბროლა ქორთუას ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისათვის, კულტურის სამინისტროს მიერ უწყებრივი ჯილდო “საუკეთესო მუზეუმელის“ ტიტული გადაეცა.

ინფორმაციისთვის: “საქართველოს მუზეუმელთა ალიანსის” პირველ ყრილობაზე, რომელიც თბილისში გაიმართა, ქართულ სამუზეუმო ისტორიაში პირველად, სამი “საუკეთესო მუზეუმელი” გამოავლინეს, რომელთაც კულტურის სამინისტროს მიერ წელს დაფუძნებული უწყებრივი ჯილდო გადაეცათ.

საქართველოს მუზეუმელთა პირველ ასამბლეას ალიანსის წევრები და დელეგატები ესწრებოდნენ, ჯამში საქართველოს 70 მუზეუმის 400-ზე მეტი თანამშრომელი, როგორც კულტურის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი, ისე რეგიონული და კერძო მუზეუმებიდან. ყრილობაში მონაწილე 70 მუზეუმიდან 23 კულტურის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი მუზეუმი იყო.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!