- ააიპ “ზუგდიდდასუფთავების ცენტრი“ მოსახლეობას მიმართავს თხოვნით, თავი შეიკავონ ფოთლების, ბაღისა და საყოფაცხოვრებო ნარჩენების ღია წესით დაწვისგან, რადგან აღნიშნული ქმედება აზიანებს ატმოსფერულ ჰაერს და საფრთხეს უქმნის ადამიანთა ჯანმრთელობას.
ცენტრის განმარტებით, ნარჩენების მართვის ალტერნატიულ და ეფექტურ საშუალებას კომპოსტირება წარმოადგენს. მცირე ზომის ორმოში ან სპეციალურ მარტივ მოწყობილობაში მოთავსების შემდეგ, ხმელი ფოთლები დროთა განმავლობაში ნეშომპალად იქცევა, რომლის გამოყენებაც სასოფლო-სამეურნეო სავარგულებში ორგანულ სასუქად არის შესაძლებელი.
„ნარჩენების მართვის კოდექსის“ თანახმად, მუნიციპალური არასახიფათო ნარჩენების (ფოთლების, ბაღის/პარკის და საყოფაცხოვრებო ნარჩენების) ღია წესით ან არადანიშნულების საწვავ დანადგარში დაწვა ითვალისწინებს სამართალდამრღვევის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
ორგანიზაცია მოუწოდებს მოსახლეობას, ნუ დააბინძურებენ გარემოს და ერთობლივი ძალისხმევით იზრუნონ სუფთა და ჯანსაღ გარემოზე.
