18 აგვისტომდე საქართველოში უამინდობა და ძლიერი წვიმაა მოსალოდნელი


  • გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 15 აგვისტოს დღის მეორე ნახევრიდან 18 აგვისტოს დღის მეორე ნახევრამდე საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე შენარჩუნებული იქნება ნალექიანი ამინდები. 15 აგვისტოს მცხეთა-მთიანეთის, კახეთის და ქვემო ქართლის რეგიონებში, მათ შორის დედაქალაქში, 16-18 აგვისტოს ასევე დასავლეთ საქართველოს ყველა რეგიონში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.

“მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გაქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).”-აღნიშნულია სააგენტოს გავრცელებულ ინფორმციაში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

12 − nine =

Akismet ანტისპამი