მუზეუმში გამოფენა “აფხაზეთი საქართველოა” გაიხსნა


  • დღეს, უფლისწულის სასახლის სამეჯლისო დარბაზში გაიხსნა გამოფენა “აფხაზეთი საქართველოა“.

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო აფხაზეთის ტერიტორიაზე ნაპოვნი, ხოლო შემდგომ უკვე მუზეუმის ფონდსაცავებში დაცული მასალები, მათ შორის, ჩვენს წელთაღრიცხვამდე XI-X საუკუნეებით დათარიღებული კოლხური ცული, სპილენძის ყალიბთან ერთად – თაგილონიდან.

რუკები, სახელწოდებით – კოლხეთი, ეგრისი, ლაზიკა ძვ.წ.აღ მე-6 ახ. წ.აღ მე-6 საუკუნეებში, საქართველოს სახელმწიფო XII-XVII საუკუნეებში, ოდიშის საერისთავო XII-XVIII საუკუნეებში, სამეგრელოს სამთავრო XIX საუკუნეში. აგრეთვე, საინტერესოა რუკა დასახელებით „კოლხური ცულის გავრცელება საქართველოში“.

გამოფენაზე ასევე წარმოდგენილი იყო წარწერიანი ქვა ჯეგეთიდან, (ასომთავრული ანბანური დამწერლობით შესრულებულს), რომელიც თარიღდება მე–17 საუკუნით, ლევან დადიანისა და აფხაზეთის კათალიკოსის, მალაქია გურიელის მოღვაწეობის პერიოდში.

წარმოდგენილია დიმიტრი და გიორგი შერვაშიძეების ხელნაწერები. აფხაზური მუსიკალური საკრავი – აფხიარცა.

ფოტომასალა – აფხაზეთის ხედები, პირველი ფერადი ფოტოები, შექმნილი ფოტოგრაფ, პროკუდინ გორსკის მიერ, გადაღებული მე-20 საუკუნის პირველ მეოთხედში და ფოტო-ალბომები.

გამოფენის მიზანია, მუზეუმში დაცული, აფხაზეთის ტერიტორიაზე მოპოვებული არტეფაქტების წარმოჩენა, რომელთა უმეტესობა ადასტურებს, რომ აფხაზეთი საქართელოს განუყოფელი ნაწილია.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!