რუსებმა ხერსონი დაბომბეს


  • რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა 3 ადამიანი, – ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, რომან მროჩკო ავრცელებს.

ხერსონის დაბომბვის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ალექსანდრე პროკუდინმა გაავრცელა.

„რუსულმა არმიამ სოფელ სადოვოიეში ქალი მოკლა, ნახევარი საათის წინ მტერმა სოფელი არტილერიით დაბომბა“, – განაცხადა პროკუდინმა.

მოგვიანებით, კიდევ ორი ადამიანის დაღუპვის შესახებ რომან მროჩკომ გაავრცელა ინფორმაცია.

„სადოვოეს დაბომბვისას 1970 და 1956 წლებში დაბადებულმა მამაკაცებმა სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები მიიღეს“, – დაამატა მროჩკომ.

წყარო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!