კემეროვოში ხანდაზმულთა სახლში ხანძრის შედეგად, სულ მცირე, 20 ადამიანი დაიღუპა


  • რუსეთში, ქალაქ კემეროვოში, ხანდაზმულთა სახლში ხანძრის შედეგად, სულ მცირე, 20 ადამიანი დაიღუპა. დაშავებულია ექვსი პირი.

ორსართულიან შენობას ცეცხლი გვიან ღამით გაუჩნდა. წინასწარ ვერსიად გამათბობელი სისტემის ხარვეზი განიხილება. ცეცხლის ჩაქრობას 80-მდე მეხანძრე რამდენიმე საათის განმავლობაში ცდილობდა.

გავრცელებული ცნობით, ხანდაზმულთა სახლი არალეგალურად ფუნქციონირებდა. მომხდარის შემდეგ ოლქის გუბერნატორის განკარგულებით, რეგიონის მასშტაბით, ხანდაზმულთა სახლების ინსპექტირება ჩატარდება.

ცნობისთვის, 2018 წელს კემეროვოს დასასვენებელ ცენტრში გაჩენილ ხანძარს 60 ადამიანი, მათ შორის 37 ბავშვი ემსხვერპლა.

წყარო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!