ზედაეწერში, აფხაზეთის მე-15 საჯარო სკოლაში, რეაბილიტირებული სპორტული დარბაზი გაიხსნა


  • დღეს, ზედაეწერში, აფხაზეთის მე-15 საჯარო სკოლაში, რეაბილიტირებული სპორტული დარბაზი გაიხსნა.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად რეაბილიტირებული სპორტული დარბაზი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ეკა ხოფერიამ და რუმინეთის ელჩმა რეზვან როტუნდუმ გახსნეს.

ღონისძიებას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი მამუკა წოწერია, მოადგილეებთან ერთად დაესწრო.

სკოლის სპორტული დარბაზის რეაბილიტაცია საქართველოში რუმინეთის საელჩოს მხარდაჭერით, რუმინეთის განვითარების ფონდისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს თანადაფინანსებით განხორციელდა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!