ინფექციურ საავადმყოფოში დღეიდან ექიმების covid 19-ზე გამოკვლევა იწყება


  • ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს პრესსამსახურის ინფორმაციით, ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში დღეს, 13 პაციენტის ბიოლოგიურ მასალას ჩაუტარდა COVID 19-ზე კვლევა. ცამეტივე პაციენზე უარყოფითი პასუხებია მიღებული.

გამოკვლეულ იქნა ხობის, სენაკისა და რუხის ცხელების ცენრებში, ასევე საკარანტინო ზონაში მყოფი პაციენტები.

ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიული მიმართულების ხელმძღვანელის ლელა ქაჯაიას განცხადებით, დღეიდან ლაბორატორიაში მედიკოსების ბიოლოგიური მასალების კვლევები დაიწყება COVID 19-ზე. “ხვალიდან დავიწყებთ მედიკოსების ბიოლოგიური მასალების კვლევას და ამას მოყვება კიდევ სხვა ეტაპები ანუ იმ რისკ ჯგუფების კვლევა, რომელთაც შეხება ჰქონდათ სხვადასხვა სამსახურებთან და მუშაობდნენ მთელი ამ ხნის მანძილზე. მინდა გითხრათ, რომ ჯერჯერობით კვლევები მიმდინარეობს საუკეთესო შედეგებით რეგიონში და გვაქვს დადებითი დინამიკა”,-ამბობს ლელა ქაჯაია.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!