- საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ინფორმაციით, საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” 6 ივლისს ქუთაისი-სოხუმის D 500 მმ-იან მაგისტრალური გაზსადენის 85,0 და 96,1 კმ-ებზე გაჟონვის სალიკვიდაციო სამუშაოებს განახორციელებს.
კომპანიის ცნობით, აღნიშნული ვითარებიდან გამომდინარე, 6 ივლისს 06:00 საათიდან 15:00 საათამდე, ზუგდიდისა და ხობის მუნიციპალიტეტების სოფლებს ბუნებრივი გაზის მიწოდება შეეზღუდება.
კერძოდ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლები: ზუგდიდი, რიყე, ნაწულუკუ, ტყაია, ზედაეწერი, ჩხორთა, ოდიში, ბაში, კორცხელი, ნაცატუ, ახალსოფელი, ჭაქვინჯი, ძველი ხიბულა, ინგირი, შამგონა, აბასთუმანი, ჭითაწყარო, ცაიში, ხეთერა, ცაცხვი, რუხი, ანაკლია, ახალი აბასთუმანი, განმუხური, დავითიანი, დარჩელი, დიდი ნეძვი, კახათი, დიდი ნეძვის კახათი, კოკი, კოლხიდა, ლია, ნარაზრენი, იორემე, ორსანტია, ორული, ოფაჩხაფუ, ოქტომბერი, ურთა, ოჩაშონა, ყულიშკარი, ჩხოუში, ძველი აბასთუმანი, ჭკადუაში, ხურჩა, ჯუმი.
ხობის მუნიციპალიტეტის სოფლები: ხობი, ხეთა, პირველი მაისი, ხანისკური, ნოჯიხევი, ახალი ხიბულა, ბია, ბულიტუ, გურიფელი, დასახლება, ზემო ქვალონი, ზენი, კუთხე ნოჯიხევი, ლარჩვა, ნაფოშტუ, ნოჩხონი, ოხვამეკარი, საკვიკვინიო, საქირიო, ჭითა უშგული, ჭიხვი.
უწყების ცნობით, შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” გაზსადენებისა და გაზგამანაწილებელი სადგურების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს სისტემატურად ახორციელებს, რაც მომხმარებლების უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტ გაზმომარაგებას უზრუნველყოფს.