სამეგრელოში სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის აღწერა შესაბამისმა კომისიებმა დაიწყეს


  • სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, დაზიანებულ კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ხელისუფლების წარმომადგენლები ადგილზე ეცნობიან.

უწყების ცნობით, სტიქიის ზონაში იმყოფებიან მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის რეგიონული კოორდინაციის სამმართველოს უფროსი შოთა კაკაბაძე, სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე ილია ბეგიაშვილი.

” გაზის ტრანსპორტირების კომპანიის მიერ დღესვე მოხდება ტექნიკისა და მაგისტრალური მილების ადგილზე მობილიზება და ხვალიდან სამუშაოები დაიწყება. წყალმომარაგების აღდგენითი სამუშაოები კი დღეს დაიწყება, შესაბამისად ფოთსა და სენაკს წყალმომარაგება უახლოეს დღეებში აღუდგება. მთავრობის წარმომადგენლები ასევე გაეცნენ გაწმენდით და აღდგენით სამუშაოებს აბაშის მუნიციპალიტეტში”.-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ინფორმაციისთვის: 11 ივლისს ძლიერმა წყალმოვარდნებმა, ხობის სოფელ ბიაში გაზსადენის ცენტრალური მაგისტრალი დააზიანა, რის გამოც გაზმომარაგება შეუწყდა ხობს, ზუგდიდსა და წალენჯიხას.

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოსირში კი წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალის დაზიანებამ წყლის გარეშე დატოვა სენაკისა და ფოთის 32 ათასი აბონენტი.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!