სტიქიის გამო, გაზის მიწოდება მოსახლეობისთვის შეფერხდა


„საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის” ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში მოსული უხვი ნალექის გამო, ადიდებულმა მდინარე ხობისწყალმა დააზიანა ქუთაისი-სოხუმის DN500მმ მაგისტრალური გაზსადენი.

“აქედან გამომდინარე, 11 ივლისის 07:50 საათიდან ბუნებრივი გაზის მიწოდება სრულად შეუწყდა ზუგდიდის, ხობისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებს, ასევე ანაკლიის გაზგამანაწილებელი სადგურის მომხმარებლებს. შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ ტექნიკური ჯგუფები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ საავარიო მდგომარეობიდან გამომდინარე პრობლემა დროულად აღმოიფხვრას და კონკრეტულ მონაკვეთზე გაზსადენთა სისტემის გამართულად ფუნქციონირება აღდგეს.”-ნათქვამია განცხადებაში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!