“გაზის ტრანსპორტირების კომპანია” განცხადებას ავრცელებს


  • 2023 წლის 11 ივლისს დასავლეთ საქართველოში მოსული უხვი ნალექის გამო, ადიდებულმა მდინარე ხობისწყალმა „ქუთაისი-სოხუმის” DN 500მმ-იანი მაგისტრალური გაზსადენი დააზიანა, რის შედეგადაც გაზის მიწოდება შეუწყდა, ზუგდიდის, ხობისა და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტებს. ამის შესახებ ინფორმაციას „გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, კომპანიამ უწყვეტი მუშაობის შედეგად, ავარიის მასშტაბურობისა და სირთულის მიუხედავად, საკუთარი ძალებითა და სახსრებით, უმოკლეს ვადებში შეძლო დაზიანებული მაგისტრალური გაზსადენის აღდგენითი სამუშაოების დასრულება.

“ბუნებრივი გაზის მიწოდება გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურში აღდგენილია, ხოლო მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას შესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპანია ეტაპობრივად განახორციელებს”.-აღნიშნულია ინფორმაციაში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!