გაზის ტრანსპორტირების კომპანია განცხადებას ავრცელებს


  • საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის განცხადებას ავრცელებს:

“გაცნობებთ, რომ შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” ქუთაისი-სოხუმის მაგისტრალური გაზსადენის 90,0-ე კმ-ზე, გაჟონვის სალიკვიდაციო გადაუდებელ სამუშაოებს ახორციელებს. აქედან გამომდინარე მიმდინარე წლის 22 თებერვალს 09:00 საათიდან 17:00 საათამდე დაიკეტება ამავე მაგისტრალის 81,6 – 97,7 კმ-ებზე არსებული სახაზო ონკანები, ზუგდიდისა და ხობის განშტოებები. აღნიშნული მონაკვეთი დაიცლება ბუნებრივი გაზისაგან და ჩატარდება საცეცხლე სამუშაოები.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, გაზის მიწოდება შეეზღუდებათ, ქალაქ ზუგდიდსა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებს: აბასთუმანს, ალერტკარს, ანაკლიას, ახალაბასთუმანს, ახალკახათს, ახალსოფელს, ბაღმარანს, ბაშს, განარჯიის მუხურს, დავითიანს, დარჩელს, დიდნეძს, დიდი ნეძის კახათს, ზედა ეწერას, ინგირს, კახათს, კიროვს, კოკის, კორცხელს, ნარაზენს, ნაცატუს, ნაწულუკს, ოდიშს, იორემს, ორსანტიას, ოფაჩხაფუს, ოქტომბერს, რიყეს, რუხს, ტყაიას, ურთას, უჩაშონას, შამადელას, შამგონას, ჩხორიას, ჩხოშუს (ოდიშის თემი), ჩხოშს (ცაიშის თემი), ცაიშს, ცაცხვისს, ჭაქვინჯს, ჭითაწყარს, ხეცერას, ხურჩასა და ჯუმს.

გაზმომარაგება გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურებში, სალიკვიდაციო გადაუდებელი სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება, ხოლო მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას შესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპანია ეტაპობრივად განახორციელებს.

შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” სისტემატურად ახორციელებს გაზსადენებისა და გაზგამანაწილებელი სადგურების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლების უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტ გაზმომარაგებას”.-აღნიშნულია ინფორმაციაში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!