ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 47 მილიონ 200 000 ლარით განისაზღვრა


  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 47 მილიონ 200 000 ლარით განისაზღვრა, რაც 2021 წლის ბიუჯეტთან შედარებით დაახლოებით 7 მილიონამდე ლარით მეტია.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საზოგადოებასტან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, მიმდინარე წლის საწყისი ბიუჯეტი 40 მილიონ 400 000 ლარი იყო. მომავალ წელს პრიორიტეტად განათლება, ინფრასტრუქტურა, კულტურა, სპორტი, ჯანდაცვა, სოციალური უზრუნველყოფა, ახალგაზრდული პროგრამების ხელშეწყობა და ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება განისაზაღვრა.

საკრებულოს სხდომა კოვიდრეგულაციების გათვალისწინებით ჩატარდა და მას არასამთავრობო სექტორის და მედიის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!