2017 წლის საკრებულომ 2022 წლის ბიუჯეტი მიიღო


  • დღეს, ზუგდიდის 2017 წლის მოწვევის საკრებულომ 2022 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა, რომელიც 47 მილიონ 200 ათასი ლარითაა განსაზღვრული.

საკრებულოს სხდომას მხოლოდ უმრავლესობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 2017 წლის მოწვევის საკრებულოში კი, უმრავლესობას “ოცნების” წევრები წარმოადგენენ.

ახალი მოწვევის საკრებულოს წევრების უმრავლესობა ოპოზიციის წარმომადგენლები არიან. საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე, ახალი საკრებულოს წევრები, რომლებიც ფიქრობდნენ, 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცებისთვის ხელი შეეშალათ, პოლიციამ ძალის გამოყენებით გააძევა დარბაზიდან.

ახალი მოწვევის სკრებულოს პირველი სხდომა, უკვე, ცნობილია, რომ 3 დეკემბერს გაიმართება.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!