“მწვანე ბიუჯეტის” საპროექტო განაცხადების მიღება დაიწყო


  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში “მწვანე ბიუჯეტის” საპროექტო განაცხადების მიღება დაიწყო.
განაცხადები მიიღება 5 – მაისიდან 25 მაისის ჩათვლით ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში (ქ.ზუგდიდი, ზვიად გამსახურდიას გამზ. #45, II სართული) ან შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: sakrebulozugdidi@gmail.com

განაცხადის ფორმა: https://drive.google.com/open

რეკომენდებული ნარგავები: https://drive.google.com/open…  

შეგახსენებთ, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის სანდრო სორდიას ინიციატივით, 2020 წლის ბიუჯეტში აისახა ,,მწვანე ბიუჯეტის“ კონცეფცია, რაც გულისხმობს ე.წ. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის პროექტის ერთგვარ ანალოგიას ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე ქუჩებსა და უბნებში.

კერძოდ, პროექტში მონაწილეობისათვის აუცილებელია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ქუჩებსა და უბნებში შეიქმნას საინიციატივო ჯგუფები, რომლებიც მუნიციპალიტეტს მიმართავენ გამწვანების პროექტებითა და სავარაუდო ხარჯთაღრიცხვით, ხოლო მუნიციპალიტეტი, თავის მხრივ, უზრუნველყოფს აღნიშნული პროექტების თანადაფინანსებას პროექტის საერთო ღირებულების 90 პროცენტით.

საწყის ეტაპზე, თითოეული პროექტის ღირებულებაზე დაწესდა ზედა ზღვარი 10 000 (ათი ათასი) ლარის ფარგლებში, ხოლო ბიუჯეტში აღნიშნული პროგრამის განსახორციელებლად გამოიყო 100 000 (ასი ათასი) ლარი.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში შექმნილია „მწვანე ბიუჯეტის“ საბჭო, რომელიც მოახდენს შემოსული განაცხადების ვერიფიკაციას და განსაზღვრავს პროექტის განხორციელებისთვის საინიციატივო ჯგუფის ფინანსური თანამონაწილეობის ოდენობას.

საბჭოს მუშაობაში მონაწილეობის მიღება სათათბირო ხმის უფლებით ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!