დონალდ ტრამპი თეთრ სახლში დაბრუნდა და ამერიკელებს მოუწოდა, კორონავირუსმა არ შეაშინოთ


  • აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უოლტერ რიდის სამედიცინო ცენტრი დატოვა და თეთრ სახლში დაბრუნდა.

პრეზიდენტმა ამერიკელებს მოუწოდა, კოვიდ 19-მა არ შეაშინოთ და ვირუსს მათზე გაბატონების საშუალება არ მისცენ. “არ მისცეთ მას თქვენზე გაბატონების საშუალება. ნუ გეშინიათ მისი. ვბრუნდებით, ვბრუნდებით სამუშაოზე, ვაპირებთ, მოწინავეები ვიყოთ, არ მისცეთ მას საშუალება თქვენს ცხოვრებაზე გაბატონდეს,”- აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

პრეზიდენტ ტრამპს ვერტმფრენიდან გადმოსვლისას და თეთრი სახლის კიბეზე ასვლისას პირბადე ეკეთა, თუმცა ფოტოების გადაღების წინ მან პირბადე მოიხსნა და ჯიბეში ჩაიდო.

ცნობისთვის, დონალდ ტრამპს და მის მეუღლეს, მელანია ტრამპს კორონავირუსი 2 ოქტომბერს დაუდასტურდათ. მოგვიანებით, ტრამპი სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!